ხედავთ, რა მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში, ეს არის საერთო ხელწერა, რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თქვენ ხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

„ეს ზოგადი რისკები არსებობდა. ასევე, მინდა, შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, რომ საუბარი ჰქიდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტყვიებს ისვრიან ქილერები. ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო. ეს ისე იყო ნათქვამი, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას თუ ქილერი გვესროდა, მგონი, საზოგადოება ხვდება, რომ ამ ორ მოვლენას შორის განსხვავება არაა. პოლარიზაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ისვრის ტყვიებს, ტყვიებს ისვრიან ქილერები. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ხომ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზოგადი საფრთხეები ისედაც არსებობდა. ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს სერიოზული სიფრთხილე ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით. არის ძალიან სერიოზული, მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.