ჯო ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო - დონალდ ტრამპი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯო ბაიდენის გამოსვლა ძალიან ცუდი იყო, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლას.

„ჯო ბაიდენის ოვალური კაბინეტიდან გამოსვლა ძლივს გასაგები და ძალიან ცუდი იყო!“ – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ოვალური კაბინეტიდან ერს პირველად მიმართა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა უყვარს, ამიტომ ესტაფეტას ახალ თაობას გადასცემს.