ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია 3 მლნ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.