პარლამენტში სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. დღესვე იგეგმება კენჭისყრა, რითაც კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება. 

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს საპროტესტო აქციის პარალელურად განიხილავს. რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. ისინი კანონის მესამე მოსმენით განხილვას ეწინააღმდეგებიან და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, ჩააგდონ ან გაიწვიონ დოკუმენტი, რომელსაც უკვე ერთი თვეა აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები. მათი მხრიდან პერიოდულად ისმის შესაძახილები, მათ შორის შეურაცხმყოფელი შეძახილები პოლიციის მისამართით.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, დილიდან არ გამოჩენილან აქციაზე ოპოზიციის ლიდერები, თუმცა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტიდან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს და ასე გამოხატეს აქციის მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა.