დაქორწინდა თუ არა ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი? - სკანდალი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გარშემო სკანდალია. ინფორმაციას მეუფე გიორგის დაქორწინების შესახებ,  მეუღლის ოჯახი და ახლობლები  არ უარყოფენ. მეტიც, მესტიაში ჩასულ ჩვენ გადამღებ ჯგუფს უდასტურებენ რომ გოგოს ოჯახი, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსის სიდედრი ნელი ნავერიანი, რომელიც მესტიის მერის მოადგილეა, მილოცვებს იღებს. 

წყარო მესტიიდან გვიყვება, რომ მარეხი, იგივე მაგდა ჯაფარიძე უკვე რამდენიმე თვეა სინოდის წევრის, მღვდელმთავარი გიორგი ჯამდელიანის მეუღლე გახდა და თანაცხოვრება ერთად დაიწყეს. ამის შესახებ სმენიათ ადგილობრივებსაც.

თეოლოგები ამბობენ რომ ეს საეკლესიო წესდების დარღვევაა, რადგან ბერად აღკვეცილ მაღალ სასულიერო პირს - სჯულის კანონი ქორწინებაში ყოფნას კატეგორიულად უკრძალავს. 

მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამტკიცებს რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დაინტერესებული პირების მხრიდან მის მიმართ აგორებული ჭორი და შურისძიებაა. 

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა, ან ქალთან თანაცხოვრებაშია, მაშინ  საპატრიარქოს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. საგანგებოდ სინოდალური კომისია უნდა შეიკრიბოს და მღვდელმთავრებმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღონ- დატოვებენ თუ დაატოვებინებენ წმინდა სინოდს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავრობას. მეუფე გიორგის კი  არჩევანის გაკეთება მოუწევს - სასულიერო წოდება თუ საყვარელი ქალი. 

ინფორმაცია ეპისკოპოსის ქორწინების შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამასთან დაკავშირებით იგი წერს:
 
"ბერი ეპისკოპოსები შიოლაშვილის დროს ხომ ქორწინდებიან და ეპისკოპოსობას უნარჩუნებენ, რაც დიდი სჯულისკანონის ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე ხდება, მაგრამ ისტორიულად გვაქვს შემთხვევები, როცა ეპისკოპოსები დაქორწინებულან, სამაგიეროდ დატოვეს ეპისკოპოსობა და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ! ბუნებრივია, ესაა პატიოსანი და კაცური საქციელი, რომელიც შიოლაშვილის ეპისკოპოსებს არ გააჩნიათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიულ შემთხვევას:
 
1) მე-16 საუკუნის დასასრულ ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა ჩოლოყაშვილმა ცოლად მოიყვანა კახთა მეფის ასული, მონაზონი თეკლა ბაგრატიონი, დატოვა ეპისკოპოსობა და იმერეთში გაქცეულა საცხოვრებლად (იხილე ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”);
2) 1733 წელს გენათელმა მიტროპოლიტმა გედეონმა (რაჭის ერისთავის ძე) დატოვა ეპისკოპოსობა, თავის ძმიშვილ პაპუნა ერისთვიშვილს წაართვა ცოლი და თავად შეირთო და საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ სათავადოდ უბოძა მიწები იმერეთში და მისმა ოჯახმა სათავე დაუდო იმერეთის ბარის ერისთავების საგვარეულოს (იხილე ვახუშტი ბაგრატიონის იგივე ნაშრომი, გვ. 886, ქართლის ცხოვრება, ტ. IV).
3) მოსკოვის საპატრიარქოს, შემდგომ კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსმა, ანტონ სუროჟელის ყოფილმა ვიკარიუს ეპისკოპოსმა, მეუფე ბასილი ოზბორნმა, დატოვა ეპისკოპოსობა, ცოლი შეირთო 2010 წელს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად მისცა უფლება ქორწინებაზე და საერო ცხოვრებაში დაბრუნებაზე (ახადეს მონაზვნობაც, ეპისკოპოსობაც და ნება მისცეს დაქორწინებაზე).
შიოლაშვილის ეპისკოპოსებს კი ამისი გაკეთების ღირსებაც კი არ გააჩნიათ."