ბარბენჰაიმერი, ღაზის ომი და შაკირა - რას ეძებდნენ გუგლში 2023 წელს?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუგლმა 2023 წელი შეაჯამა და თავისი საძიებო სისტემის ტრენდები გამოაქვეყნა. იქ შეხვდებით არაერთ მოვლენას, მაგრამ არა უკრაინის ომს.

ახალი ამბები
გუგლის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე გუგლვადი ახალი ამბავი ისრაელი-ჰამასის ომი იყო. ის 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტებად აღიარებულმა ჰამასელებმა დახოცეს 1100-ზე მეტი ადამიანი, 248 კი გაიტაცეს. დახოცილთა და გატაცებულთა შორის იყვნენ ბავშვებიც.

საპასუხოდ, ისრაელმა პალესტინურ ანკლავში, ღაზის სექტორში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. მხოლოდ 80 დღეში, დაბომბვის შედეგად მოკლულია 20 ათას პალესტინელზე მეტი.

გაეროს ინფორმაცით, მათ ორ მესამედზე მეტი ქალი და ბავშვია. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჰიუმან რაითს ვოჩი და ამნესტი ინტერნეიშენალი ისრაელის ქმედებებს ომის დანაშაულებად აფასებენ.

გუგლის მომხმარებლებისთვის რიგით მეორე წლის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალქვეშა ნავის „ტიტანის“ ჩაძირვაა. „ტიტანი“, რომლის ბორტზეც ხუთი ადამიანი იყო, 18 ივნისს წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა.

საძიებო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი მედია ხუთი დღე აშუქებდა. 23 ივნისს გაირკვა, რომ ეკიპაჟის ხუთივე წევრუკრაინის ომი, რომელიც შარშან მესამე ადგილზე იყო, წელს ახალი ამბების ათეულშიც კი ვეღარ მოხვდა.

ადამიანები
გუგლში წლის ყველაზე ძებნადი ადამიანი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, დამარ ჰამლინი გახდა. მანვე დაიკავა პირველი ადგილი ათლეტებს შორის.

მეორეა მარველის „შურისმაძიებლების“ ვარსკვლავი, ჯერემი რენერი, რომელმაც წლის დასაწყისში, ავარიაში 30-ზე მეტი ძვალი მოიტეხა. გუგლის თანახმად, ის ასევე წლის ყველაზე პოპულარული მსახიობია.

ხუთეულში მოხვდნენ სოცმედია ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი და ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე. ენდრიუ ტეიტი, შარშან დეკემბერში, გაუპატიურებისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით დააკავეს. 25 წლის მბაპემ კი წლევანდელ სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

მუსიკოსები
ყველაზე ხშირად გუგლში კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას ეძებდნენ. მის ყოფილ შეყვარებულზე, ესპანელ ფეხბურთელ პიკეზე დაწერილმა სიმღერამ წელს ლათინურ ამერიკაში რეკორდები მოხსნა. 28 დეკემბერს, შაკირას მშობლიურ ქალაქ ბარანკილაში მას 6,5-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს.

ხუთეულში მოხვდნენ ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი ჯეისონ ალდეანი და პოპ-როკშემსრულებელი ჯო ჯონასი. მუსიკოსი ტეილორ სვიფტი, რომელიც ჟურნალმა „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა, ათეულს მიღმაა.

გარდაცვლილები

ყველაზე ხშირად ინტერნეტმომხმარებლები სერიალ „მეგობრების“ ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალებას გუგლავდნენ. იგი 28 ოქტომბერს, თავისი სახლის აბაზანაში უგონოდ იპოვეს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერება კეტამინის მწვავე ზემოქმედება გახდა.

წელს ასევე აქტიურად ეძებდნენ მომღერლების, ტინა ტერნერისა და შინედ ო'კონერის გარდაცვალების ამბავსაც. 83 წლის „როკის დედოფალი“ ტერნერი მაისში გარდაიცვალა. ირლანდიელი მუსიკოსი და აქტივისტი ო'კონერი 56 წლის იყო. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

ფილმები
პირველ-მეორე ადგილზე გავიდა ორი ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული ბლოკბასტერი - „ბარბი“ და „ოპენჰაიმერი“. პირველი კომპანია „მატელის“ პოპულარული თოჯინის გაადამიანურებაზე ჰყვება, მეორე - ატომური ბომბის შემქმნელ რობერტ ოპენჰაიმერსა და მის ეგზისტენციალურ კრიზისზე.

ორივე ფილმი ივლისში, ერთ დღეს გამოვიდა, რამაც გააჩინა წლის ალბათ ყველაზე პოპულარული ინტერნეტმიმი - ბარბენჰაიმერი. ბევრმა რატომღაც გადაწყვიტა, ორივე ფილმი ერთმანეთის მიყოლებით ენახა.

გამოცემა „გარდიანის“ ავტორმა, სტიუარდ ჰერიტეჯმა, ჯერ „ოპენჰაიმერი“ ნახა, შემდეგ კი „ბარბი“. როგორი იყო? „წარმოიდგინეთ, დედათქვენის გასვენებაში უცებ მომთაბარე ცირკის კლოუნები რომ შემოცვივდნენ“, - დაწერა მან.

ორივე ფილმი ერთად 17 ოქროს გლობუსზეა ნომინირებული. კინოკრიტიკოსები მოელიან, რომ ბარბენჰაიმერი ოსკარის დაჯილდოების ფავორიტიც იქნება.

ბოლო 25 წელი
25 წლისთავის აღსანიშნავად, გუგლმა „ყველა დროის“ მონაცემებიც გამოაქვეყნა. 2004 წლიდან მოყოლებული, ყველაზე გუგლვადი მუსიკოსი გრემის არაერთგზის მფლობელი, ბიონსე, ათლეტი კი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ აღმოჩნდა.

ყველაზე პოპულარულ მსახიობებს შორის, კოლექტიური პირველი ადგილი „ჰარი პოტერის“ მსახიობებმა დაიკავეს.ი დაიღუპა. ნავი, სავარუდოდ, წნევამ გაჭყლიტა და ნაწილებად დაშალა.

წყარო: რადიო თავისუფლება