აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 15 კანდიდატს აქვს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ 8 კანდიდატი დაარეგისტრირა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი სხდომის საფუძველზე რეგისტრირებულია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 15 კანდიდატი.

დღეის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გარდა, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ:

  • სარვან ქერიმოვს;
  • მათლაბ მუთალიმლის;
  • აბუთალიბ სამედოვს;
  • ფიკრეტ იუსიფოვს;
  • იუსიფ ბაგირზადეს;
  • არზუმან აბდულქერიმოვს;
  • იუნუს ოგუზს;
  • გულამჰუსეინ ალიბეილს;
  • ზაჰიდ ორუჯს;
  • ფუად ალიევს;
  • ფაზილ მუსტაფას;
  • ელშად მუსაევს;
  • გუდრატ ჰასანგულიევს;
  • რაზი ნურულაევას.

7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება.

  • აზერბაიჯანში პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ, ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2016 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა. მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იყო.
  • ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 11 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნების თარიღი ალიევმა კენჭისყრამდე თვით ადრე შეცვალა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი ლიდერები ალიევს თავისუფლებების მოსპობაში, ავტორიტარიზმსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.
  • ილჰამ ალიევი პრეზიდენტად პირველად 2003 წელს აირჩიეს, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე. ჰეიდარ ალიევი ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. ილჰამ ალიევმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობა ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი მან ამ პოსტზე ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ილჰამ ალიევი ასევე აპირებს თანამდებობა გადასცეს შვილს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს.
  • 2020 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით, გამარჯვება გამოაცხადა, აზერბაიჯანის ოპოზიციამ კი თქვა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები და ის არ ასახავს ხალხის ნებას. ბევრ ქალაქში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს მუშაობას უკრძალავდნენ: გააძევეს ადგილებიდან, აეკრძალათ გადაღება, უბნებზე გადაადგილება და ზოგიერთის მიმართ ძალაც გამოიყენეს.