„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იქნება - sky sports

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სერხიო კონსეისაოს კანდიდატურა გამოირიცხა, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იქნება, – ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

„აურელიო დე ლაურენტისს ჯერ არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტი წავა. ჩემპიონატი 4 ივნისს დასრულდება და მომავალი ორშაბათიდან ყოველდღე მოსალოდნელია ახალი მწვრთნელის დასახელება.

ამასობაში, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რაფაელ ბენიტესი „ნაპოლიში“ იმუშავებს. ესპანელის სახელს მრავალი დღე ახსენებდნენ, თუმცა მისი დანიშვნის საკითხი რეალური და აქტუალური ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გახდა. ბენიტესსა და დე ლაურენტისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ მას შემდეგაც კი, როდესაც ესპანელმა „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ახლა ბენიტესისა და „ნაპოლის“ გზები შეიძლება კვლავ გადაიკვეთოს, თანაც იმიტომ, რომ სერხიო კონსეისაოსთან დაკავშირება უფრო და უფრო რთული ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბენიტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც „ნაპოლიში“ მიიყვანა – იგუაინი, კალეხონი, ალბიოლი, ასევე მერტენსი და კულიბალი. ისინი მრავალი წლის განმავლობაში გუნდის სახეები იყვნენ“, – ამტკიცებს Sky Sports-ი.

63 წლის ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ვალენსიამ” უეფას თასი (2004) მოიპოვა, „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2004/05) და უეფას სუპერთასი (2005), „ინტერმა“ – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2010), ხოლო „ჩელსიმ“ – ევროპა ლიგის თასი (2013) აღმართა.

ბენიტესი „ნაპოლიში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა, მან ნეაპოლელებს მოაგებინა იტალიის თასი (2014) და სუპერთასი (2014). მის პირად მიღწევებს რაც შეეხება, უეფა-მ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ (2003/04, 2004/05) დაასახელა.