ლუკა ლოჩოშვილი FIFA FAIR PLAY 2022-ის ჯილდოს მფლობელია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლუკა ლოჩოშვილი FIFA FAIR PLAY 2022-ის ჯილდოს მფლობელია. პარიზში გამართულ წლის მთავარ საფეხბურთო ღონისძიებაზე ქართველმა ფეხბურთელმა სპეციალური ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფიფას ფეარ პლეის ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ავსტრიის ბუნდესლიგაში გამოვლენილი სიმამაცის გამო გადაეცა. 2022 წლის 27 თებერვალს, აუსტრია-ვოლფსბერგის შეხვედრაში, მოწინააღმეგე გუნდის ფეხბურთელს სამედიცინო ჯგუფის ჩარევამდე პირველადი დახმარება სწორედ ლუკა ლოჩოშვილმა აღმოუჩინა.

ფეხბურთელი ღონისძიებაზე კრემონადან ჩაერთო, ფეხბურთელმა პარიზში ჩასვლა 28 თებერვალს იტალიის სერია ა-ში დაგეგმილი მატჩის გამო ვერ მოახერხა.