კვარაცხელიას აღიარება - მესისა და ნეიმარის გვერდით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, საკლუბო ჩემპიონატებში პირველი წრის ჩამთავრებაც ძლივს მოხერხდა და ზოგან ესეც ვერ მოასწრეს. ამის მიუხედავად, ევროპულმა გამოცემებმა საფეხბურთო ჩემპიონატების პირველი წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს და ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ სიაში „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ. მოდით, ჯერ მთლიანად პირველი წრის სიმბოლურს გადავხედოთ, შემდეგ კი ხვიჩაზე ცალკე ვთქვათ.

მეკარე: ბორის სამბა („ლანსი“, საფრანგეთი);

მცველები: კირან ტრიპიერი („ნიუკასლი“, ინგლისი), კიმ ინ ჟე („ნაპოლი“, იტალია), ვილიამ სალიბა („არსენალი“, ინგლისი), ჟოაუ კანსელუ („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი);

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, გერმანია);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ, საფრანგეთი), ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი).

„კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ბათმის „დინამოდან“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ის  ახალი თაობის  არაოდრინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია, რომელზეც მცველებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეაჩერონ. ყველას ეგონა, რომ ამას „ლივერპულელი“ ალეკსანდრ-არნოლდი მოახერხებდა, მაგრამ ქართველი ჯადოქარი მას უმოწყალოდ გაუსწორდა“,-წერენ ხვიჩაზე ევროპული სააგენტოები.