შევჩენკო გაპრეზიდენტდა და პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო უხელმძღვანელებს. ხმის უფლების მქონე 94 დელეგატიდან, შევჩენკოს ხმა 93-მა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.

„ახლა სიხარულის დრო არ არის, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. უკრაიანში არსებული სიტუაცია ალბათ ბევრმა მხოლოდ ტელევიზიით იცის. ამიტომ, როცა უეფას თუ ფიფას წარმომადგენლები მსჯელობენ, ხომ არ დააბრუნონ რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში და კონკრეტულად ფეხბურთში, ნერვები მეშლება. მოდით, ჯერ უკრაინაში ჩამოდით, ნახეთ, რას აკეთებენ აქ რუსები და გადაწყვეტილება მერე მიიღეთ. აქ ისევ კვდებიან ქალები და ბავშვები, ისევკვდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ამას აკეთებს ის ხალხი, ვისი საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებაც გსურთ“,-ეს იყო პირველი განცხადება, რომელიც შევჩენკომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთა.

„სანამ ეს სიგიჟე არ დასრულდება, რუსეთი ტურნირებს მიღმა დარჩება“,-ეს განცხადება შევჩენკოს სიტყვების პასუხად, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.