სპორტსმენმა ოლიმპიადისთვის თითი მოიჭრა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეტ დოუსონი ბალახის ჰოკეიში ავსტრალიის ნაკრების სტაჟიანი წევირია. სხვა ნაკრებების დარად, ოლიმპიადისთვის მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებიც აქტიურად ემზადებიან, მაგრამ რად გინდა - ერთ-ერთ ვარჯიშზე, დოუსონმა თითი მოიტეხა და ექიმების ვერდიქტი დამამშვიდებელი მართლა არ იყო - მას ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა...

„ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ თითი მომეჭრა. მოჭრილ თითს ბევრად მალე მოვიშუშებ და ოლიმპიადაზე თამაშს შევძლებ. თანაც, ეს თითი რამდენჯერმე უკვე მომტყდა და შემდგომი კარიერისთვისაც ასე აჯობებს - მე თითი მოვიჭერი და ამით ბედნიერი ვარ“, - განაცხადა დოუსონმა და საზოგადოებას მოჭრილი თითი წარუდგინა.