ზივზივაძემ სეზონი გოლით დახურა, მამარდაშვილს სამი გაუტანეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ სეზონი გოლით დახურა. მისი გუნდი „ელვერსბერგს“ სტუმრობდა და სამი უპასუხო გოლიც შეაგდო, ანგარიში კი 52-ე წუთზე, ქართველმა ფორვარდმა გახსნა. ეს ზივზივაძისთვის ამ სეზონში გატანილი მე-12-ე გოლია და ბომბარდირთა დავაში, მან სწორედ მეთორმეტე ადგილი დაიკავა. მართალია, „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში ვერ აღზევდა, მაგრამ ჩვენებურს არაერთი მსურველი გამოუჩნდა და დიდი შანსია, მან ახალი სეზონი სწორედ ბუნდესლიგაში, ოღონდ სხვა კლუბში დაიწყოს.

მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“. ქართველი კიპერი, წესისამებრ, ძირითადში თამაშობდა და იმის მიუხედავად, რომ მეტოქემ 3 გოლი გაუტანა, გაშვებულ ბურთებში მისი დადანაშაულება ძნელია. თანაც, ესპანეთში, სეზონის დასრულებამდე, ერთი ტურია დარჩენილი და „ვალენსიას“ ფეხბურთელებისთვის აზრი არ აქვს, მოიგებენ თუ წააგებენ, ისინი ევროთასების საგზურის გარეშე დარჩნენ და არც ქვედა დივიზიონში გავარდნა ემუქრებათ, ეს კი, ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. დამქანცველი სეზონის შემდეგ, ყველას ერთი სული აქვს, დასასვენებლად წავიდეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე