გასულ კვირას, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ფლორენციაში, „ფიორენტინას“ სტუმრობდა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ქართველის გარჯა გვაინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაშია და კონტრაქტის გახანგრძლივება-გაუმჯობესებაზე კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა და მისი შედეგი, როგორც ერთი, ისე მეორე გუნდისთვის, დიდად მნიშვნელოვანი არ იყო. ამის მიუხედავად, სწორედ აღნიშნული მატჩი მოექცა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ. მასპინძელთა კარის მიმართულებით, საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ბურთთან კვარაცხელია მივიდა. ქართველმა ლეგიონერმა, დაახლოებით, 30 მეტრიდან, იდეალური სიზუსტით გაუშვა ბურთი კარის ცხრიანში და არა მარტო სეზონის, არამედ, კარიერის ერთ-ერთი, ულამაზესი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, აქამდე კვარაცხელიას, იტალიაში, ჯარიმიდან გატანილი არ ჰქონდა, მას ჯარიმებს უბრალოდ არ არტყმევინებდნენ, ახლა კი... ახლა ყველამ იცის, რომ კვარას ჯარიმებსაც უნდა უფრთხილდნენ.
„მამა მია“ - სწორედ ასეთი შეძახილები ჰქონდათ იტალიელ კომენტატორებს და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ გოლით, კვარაცხელიამ, დე ლაურენტისს სერიოზული მესიჯი გაუგზავნა - აქაოდა, თუ სარფიან კონტრაქტს არ შემომთავაზებ, ახალ სეზონს, ახალ გუნდში დავიწყებო.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
„მამა მია“ - კვარაცხელიას მორიგი შედევრი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი