კიტეიშვილის დუბლი „შტურმს“ ჩემპიონობისთვის ჯერჯერობით არ ეყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო ათი სეზონია, ავსტრიის ჩემპიონი „ზალცბურგი“ ხდება. ძალიან, ძალიან დიდი შანსია, მათი ჰეგემონია ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ დაამხოს. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გრაცელები პირველ ადგილზე არიან და მოქმედ ჩემპიონს ორი ქულით უსწრებენ. ჰოდა, ბოლო ტურში, შინ თუ იმარჯვებენ...

არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი გასულ უქმეებზე დასრულებულიყო. „შტურმი“ „ლასკს“ სტუმრობდა და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას ვადაზე ადრე გაიფორმებდა, თუმცა შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. სტუმართა მხრიდან, ორივე გოლი სწორედ კიტეიშვილმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სამართლიანად დასახელდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ოთოს თანაგუნდელებსაც  მეტად მოენდომებინათ და საჩემპიონო ზეიმი ბოლო ტურისთვის არ გადაედოთ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე