გიორგი შერმადინი რუსებმა ქვეყანაში არ შეუშვეს - კალათბურთელმა ღამე აეროპორტში, პატარა დივანზე გაათენა

კალათბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შერმადინი რუსებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში სტარტს დღეს აიღებს. ამ ტურნირში ესპანური „ტენერიფეც“ მონაწილეობს, რომელიც თავის პირველ შეხვედრას 6 მაისს „სტრასბურგთან“ გამართავს. რაღა თქმა უნდა, ესპანური კლუბი რუსეთში რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა, მაგრამ რად გინდა - გუნდის ლიდერი და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, გიორგი შერმადინი ქვეყანაში არ შეუშვეს. როგორც კლუბის წარმომადგენლებს რუსმა მებაჟეებმა აუხსნეს, შერმადინი ქართველია და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ჯერ დეტალებში უნდა გაერკვნენ.

გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მნიშვნელოვანი მატჩი ელით, მათი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა, 216 სმ სიმაღლის შერმადინმა კი ღამე აეროპორტში პატარა დივანზე გაათენა. უერტასმა პოსტს ფოტოც დაურთო, თუ სად გაატარა ღამე ჩვენებურმა.

მეორე დღეს საქმეში უკვე ფეხბურთის ევროპული ფედერაცია ჩაერთო და შერმადინი გუნდს შეუერთდა. იმედი გვაქვს, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ, რუსები გიორგის შეშვებას მწარედ ინანებენ.