რონალდომ სიმართლე 22 წლის შემდეგ გაამხილა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიის ნაკრებმა გერმანია 2-0 დაამარცხა და ალემანთა კარში ორივე გოლი რონალდომ გაიტანა. „კიჭა“ მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმა ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ მოირჩინა და ამიტომ, ჟურნალისტები მუდმივად ტრავმაზე ეკითხებოდნენ. ჰოდა, რონალდომ ახლა გაამხილა, როგორ დააღწია მაშინ თავი მომაბეზრებელ კითხვას.

„ბოლომდე ჯანმრთელად არ ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. არადა, როგორც კი ჟურნალისტები დამინახავდნენ, პირველ რიგში, სწორედ ტრავმაზე მეკითხებოდნენ. რამე უნდა მომეფიქრებინა და მოვიფიქრე კიდეც. ჩემს სტილისტს დავურეკე და ვთხოვე, თმა ისე შეეჭრა, რომ ძალიან უცნაური, სასაცილო და მახინჯი ვარცხნილობა გამოსულიყო. ჰოდა, როგორც გახსოვთ, 2002 წლის მუნდიალზე, ყველაზე უცნაური ვარცხნილობა მქონდა. შედეგი აშკარად მივიღე - როგორც კი ჟურნალისტები დამინახავდნენ, კითხვას ვარცხნილობაზე მისვამდნენ და არა ტრავმაზე. მეც ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გავიარე და ის ჩემპიონატი როგორც ვითამაშე, კი იცით“, - განაცხადა რონალდომ.