მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, მაგრამ...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე რომ არის, ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა. ქართველმა კიპერმა კონტინენტის პირველობაზე ყველა კოლეგაზე მეტი დარტყმა მოიგერია, მაგრამ მთავარი ესეც არ არის - ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრების კარს, ძალიან, ძალიან კარგი მეკარე იცავდა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ მამარდაშვილი ბევრად უკეთეს კლუბს იმსახურებს, ვიდრე „ვალენსიაა“.

ოფიციალურად, ესპანური კლუბი წინააღმდეგი არ არის, მამარდაშვილი გაყიდოს და ევროპის ჩემპიონატამდე, მის სანაცვლოდ, ყველაზე ცოტა, 40 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი, ამაზე მეტის მიღება სურს. პარალელურად, „ტრანსფერმარკეტმა“ განაახლა ფეხბურთელების ფასები და გიორგი 45 მილიონ ევროდ დაფასდა ანუ მსოფლიოში ყველაზე ძვირი მეკარე გახდა. ჰოდა, „ვალენსიას“ მესვეურებს ახლა 45 მილიონზე ნაკლების მიღება არ სურთ და უდიდესი ალბათობით, მიიღებენ კიდეც.

როგორც გვეუბნებიან, მამარდაშვილის აგენტთან მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბი აწარმოებს, მაგრამ ხმაური ნაადრევად რომ არ ატყდეს, ამიტომ მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე