პარიზი 2024 - ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში იასპარეზებს.

ტურნირის ერთ-ერთი უმთავარესი ფავორიტის, ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ამჯერად ტაჯიკეთის წარმომადგენელი მაჰმადბეკოვი იყო, რომელმაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო და ვაზარით დამარცხდა.