ბელინგემი ნაკრებში არავის უყვარს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯუდ ბელინგემი არა მარტო მადრიდის „რეალის“, არამედ, ინგლისის ნაკრების ლიდერიც არის და დღეის მდგომარეობით, საკუთარ პოზიციაზე, მსოფლიოში საუკეთესოა. სწორედ მის დამსახურებად თვლიან სპეციალისტები იმას, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ თავიანთი ლიდერი გუნდში არავის უყვარს და ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელები პატივს არ სცემენ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბელინგემს თავი ღმერთი ჰგონია და თუ გუნდი აგებს, ეს ყველას ბრალია, ჯუდის გარდა, ხოლო თუ გინდი იმარჯვებს, ეს მხოლოდ ბელინგემის დამსახურებაა. თურმე, ის ასაკით უფროს თანაგუნდელებსა და მასზე ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებს უყვირის, თამაშის დროს სულელურ მითითებებს აძლევს, კონკრეტულ მოთამაშეებთან მიდის და პირდაპირ მატჩის დროს ეუბნება, რომ მათი სირბილის ტემპი არ მოსწონს. ამიტომაც, თურმე, ბელინგემს ნაკრებში ურთიერთობა, პრაქტიკულად, არავისთან აქვს ანუ ხმასაც კი არავინ სცემს, მეტ-ნაკლებად, გუნდის კაპიტან ჰარი კეინთან ურთიერთობს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე