ვინ რამდენს იღებს ევროპის ჩემპიონატზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ციფრები ყოველთვის საინტერესოა და რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნება, ვიცოდეთ, ვის რა ჯამაგირი აქვს, ნაკრებში მუშაობისთვის. ზოგადად, ეროვნული გუნდების მწვრთნელებს ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე კლუბებში მომუშავეებს, მაგალითად, კარლო ანჩელოტი „რეალში“, წლიურად, 20 მილიონამდე იღებს, თითქმის ამდენივეს უხდიდნენ „ლივერპულში“ იურგენ კლოპს. ჰოდა, საინტერესოა, ევროპის ჩემპიონატზე გასული ნაკრებების თავკაცებიდან, ვის რამდენი აქვს წლიურად და რაც მთავარია, მერამდენე ადგილზეა ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი, ვილი სანიოლი?! მაშ ასე:

 

  1. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) - 5.8 მილიონი ევრო, წელიწადში;
  2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - 4.8 მილიონი ევრო;
  3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - 4 მილიონი ევრო;
  4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - 3.8 მილიონი ევრო;
  5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) - 3 მილიონი ევრო;
  6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - 3 მილიონი ევრო;
  7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - 1.8 მილიონი ევრო;
  8. მურატ იაკინი (შვეიცარია) - 1.6 მილიონი ევრო;
  9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - 1.5 მილიონი ევრო
  10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - 1.5 მილიონი ევრო;
  11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) - 1.5 მილიონი ევრო
  12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) - 1.4 მილიონი ევრო;
  13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) - 1.25 მილიონი ევრო;
  14. სერგეი რებროვი (უკრაინა) - 1.25 მილიონი ევრო;
  15. კასპერ ჰულმანდი (დანია) - 1.15 მილიონი ევრო
  16. სილვინიო (ალბანეთი) – 750 ათასი ევრო;
  17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) – 560 ათასი ევრო;
  18. სტივ კლარგი (შოტლანდია) – 550 ათასი ევრო;
  19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) – 540 ათასი ევრო;
  20. მარკო როსი (უნგრეთი) – 300 ათასი ევრო;
  21. მატიაჟ კეკი (სლოვენია) – 300 ათასი ევრო;
  22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) – 250 ათასი ევრო;
  23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – 240 ათასი ევრო;
  24. ვილი სანიოლი (საქართველო) - 200 ათასი ევრო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე