„ბარსამ“ დაადასტურა - ხავი თავისუფალია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიუყრმა„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხავი ერნანდესი გაუშვა. ხმები იმის თაობაზე, რომ ხავი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა, კარგა ხანია დადიოდა, შემდეგ თავად მწვრთნელმაც თქვა, აუცილებლად წავალო, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მას პირობა მისცეს, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდს გააძლიერებდნენ და ახალ ფეხბურთელებს მოიყვანდნენ, ახლა კი...

„მაადლობა ხავის გაწეული მუშაობისთვის. მან აქ მუშაობის 3-წლიან პერიოდში „ბარსას“ ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, მაგრამ ახლა სხვაგამოწვევები გვაქვს“,-განაცხადეს კლუბის დირექტორატში.

როგორც ამბობენ, კატალონიურ გრანდს ძალიან მალე გერმანელი სპეციალისტი, ჰანს დიტერ ფლიკი ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს გერმანიის ნაკრებში მუშაობდა, მანამდე კი, მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა.