„ჩელსი“ და „სიტი“ შესაძლოა პრემიერლიგიდან მოკვეთონ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის პრემიერლიგის დამოუკიდებელმა კომისიამ, ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ უკვე გააფრთხილა, რომ გამოძიების დასრულებისშემდეგ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ორივე კლუბი პრემიერლიგიდან გარიცხონ. საქმე ფინანსურ დარღვევებს ეხება და ნუ გგონიათ, საუბარი ერთ, ან ორ დარღვევაზეა. „სიტის“ 115 ფინანსურ დანაშაულს ედავებიან, ანუ მათ კანონი 115-ჯერ დაარღვიეს და ამაზე ოდნავ ნაკლებს - „ჩელსის“.

შეგახსენებთ, რომ იმავე კომისიის ძიების შედეგად, „ნოტინგემს“ ოთხი ქულა დააკლეს, „ევერტონს“ - ექვსი, მაგრამ ამ გუნდებს 2-2 დარღვევა უნახეს და არა ათეულობით.