განათლების და მეცნიერების მიმართულებით ჩვენ დაფინანსება გაორმაგებული გვაქვს ბოლო 10 წელიწადში, 80 მილიონი ლარი იყო და 150 მილიონ ლარზე მეტი იქნება 2024 წელს - ირაკლი ღარიბაშვილი

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

განათლების და მეცნიერების მიმართულებით ჩვენ დაფინანსება გაორმაგებული გვაქვს ბოლო 10 წელიწადში, 80 მილიონი ლარი იყო და 150 მილიონ ლარზე მეტი იქნება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები არ არსებობდა.

 

 

„ასევე, უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიმართულებით ჩვენ დაფინანსება გაორმაგებული გვაქვს ბოლო 10 წელიწადში, 80 მილიონი ლარი იყო და 150 მილიონ ლარზე მეტი იქნება 2024 წელს.

რა თქმა უნდა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 2012 წლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები არ არსებობდა უბრალოდ, არ შეესაბამებოდა ერთიან ევროპულ სტანდარტებსა და პრინციპებს.

სტანდარტები და პროცედურები არსებითად განახლდა და შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ სტანდარტებთან და პროცედურებთან. დღეს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები ფასდებიან ევროპული სტანდარტებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა.

სტუდენტებს რაც შეეხება და სტიპენდიების მოცულობას, 150 ლარი იყო სტიპენდია და 300 ლარი გახდა;

5000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, ჩვენ ასევე წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და 30 000-ამდე სტუდენტს ჩამოვაწერეთ, გავუნულეთ დავალიანება და სტატუსის აღდგენა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს. როგორც ვიცი, რამდენიმე ათასმა აღიდგინა სტატუსი.

რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვენი წარმატებული, წარჩინებული სტუდენტების დახმარება და მათი განათლების მიღება საზღვარგარეთ, 1200-ამდე სტიპენდიატი ჰყავს დღეს განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც რამდენიმე წლის წინ 2014 წელს დავაფუძნეთ, მათ მიიღეს განათლება 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ჯამური ბიუჯეტი, ჯამურად დაიხარჯა 42 მილიონ ლარზე მეტი და ვიმეორებ 1200 ზე მეტი საუკეთესო სტუდენტი იქნა გაგზავნილი და მათ მიიღეს განათლება უფასოდ მთავრობის დაფინანსების შედეგად;

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტი 2012 წელს იყო 15 მილიონი ლარი და წელს უკვე 72 მილიონი ლარია, მომავალ წელს კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზრდება და 77 მილიონი ლარი გახდება.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 13 მილიონი ლარი და ესეც 2.5 ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში“, - განაცხადა პრემიერმა.