ევროპაში წითელას შემთხვევების მატების გამო, ჯანმო ევროპულ ქვეყნებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი – მხოლოდ 941.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.