„სიკვდილი დადის ქვეყანაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე და კოვიდზე

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე თითქმის მივიწყებული კოვიდი, ასპარეზზე ისევ გამოჩნდა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა ქვეყანაში კოვიდ აფეთქებაა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები ჯანმრთელობის გაუარესების რისკის ქვეშ არიან. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ნაყოფი დაკარგა და სხვებსაც მოუწოდებს იგივე შეცდომა არ დაუშვას. ეს ყველაფერი ატინვაქსერული კამპანიაა თუ რეალობა - ამ და სხვა თემაზე „ვერსია“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:

_რა კავშირი აქვს მუცლის მოშლას ვაქცინაციასთან?

_ეს შეკითხვა იყო დასმული არაერთ ქვეყანაში, ასეულობით კვლევა არის ჩატარებული, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია იცავს, როგორც ორსულს ასევე ბავშვს.  ფეხმძიმე ადამიანისათვის კოვიდი არის მძიმედ გადასატანი. კოვიდმა არავაქცინირებული ადამიანისათვის შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, სიკვდილიანობა.

სტატისტიკის თანახმად,ვაქცინირებული (ფაიზერით და მოდერნით) უფრო დაცულები არიან ვიდრე არავაქცინირებულები. უფრო მეტიც, კოვიდგადატანილებში უფრო მეტია ნაყოფის დაკარგვის და ფატალური შედეგის დადგომის რისკი. რაც შეეხება ვაქცინირებულებს, ბოლო კვლევის თანახმად, პირიქით დაცულები არიან, როგორც დედა ასევე ნაყოფი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური.  ფაიზერის და მოდერნის ტიპის ვაქცინები, არის უსაფრთხო ფეხმძიმე ქალებისათვის და მათი შვილებისათვის.

_ბოლო პერიოდში, გავრცელდა პროპაგანდა, რომელიც უკვე აცრილ ადამიანებს  შიშს უნერგავს. ვაქცინირებული ადამიანები უნდა ელოდნონ თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ახლო მომავალში?

_ საქართველოში სრულად აცრილი 10% არ არის. რაც შეეხება კვლევებს, უკვე მილიონ ადამიანზე ვხედავთ, რომ პოსტკოვიდი არის საშინელება, ის ადამიანები ვინც არ არიან აცრილები და გადაიტანეს კოვიდი ემართბათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვადასხვა პრობლემები. ასევე მეორე კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სრულიად ვაქცინირებულები არიან და გადაიტანეს კოვიდი, მათი პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ძალიან დაბალი. აშშ-ს ჯარში არის კვლევა ჩატარებული , სადაც ყველა ჯარისკაცი აცრილია, კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ვაქცინირებული ჯარისკაცებში სიკვდილიანობა დაწეულია იმასთან შედარებით ვიდრე კოვიდის დაწყებამდე იყო.

სამწუხაროდ საქართველოში მარჩიელი ხალხი უფრო მეტია და არ ჯერათ მეცნიერების. საქართველოში პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ძალიან მაღალი, სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სრული ვაქცინაცია იყო აუცილებელი. ფაქტი არის ერთადერთი პოსტკოვიდი კლავს! კოვიდის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დაავადებები და სწორედ ამიტომაა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა. ბევრი ფაქტია, მაგრამ ადამიანებს ამის დანახვა არ უნდათ. ვაქცინები არის უსაფრთხო და მილიონობით ადამიანი გადაარჩინა ვაქცინამ. სამწუხაროდ მოხდა ის, რისიც მეშინოდა, ახლა ახალი ვაქცინები, რომელიც დამტკიცდა და შემოდის არის მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის, ღარიბმა ქვეყნებმა ანტივაქსერულ კამპანიებს ვერ გაუძლეს და ახლა მხოლოდ მდიდრები იცრებიან და ღარიბები ვეღარ აიცრებიან. მოსახლეობასთან მაქვს შეკითხვა, თუ მდიდრები იცრებიან და ღარიბები ვეღარ, ამაში ლოგიკას ვერ ხედავთ?! მდიდარს უფრო მეტი აქვს დასაკარგი თუ ღარიბს? დაფიქრდით ამაზე! ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობისათვის ვაქცინები ხელმისაწვდომი აღარ იქნება და აიცრებიან მხოლოდ მდიდრები სხვა ქვეყანაში. შეიძელბა კოვიდი მარტივად გადაიტანოთ, მაგრამ კოვიდის შემდგომი პერიოდი არის ძალიან რთული.

_რა კავშირი აქვს პოსტკოვიდურ მდგომარეობას განაყოფიერებასთან?

_ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ გააკეთეთ ბავშვები სანამ კოვიდი დაგემართათ. თუ თქვენ ხართ კოვიდ გადატანილი, არსებობს შანსი, რომ ბავშვი აღარ გეყოლოთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მამაკაცების და ქალების რეპროდიქციულ მდგომარეობზე კოვიდი მოქმედებს და პოსტკოვიდის ერთ-ერთი პრობლემაც ეს არის, რომ შეიძლება ბავშვი აღარ გეყოლოთ. არავინ არ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდი არის უდიდესი პრობლემა განსაკუთრებით 70-წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისათვის.

_რა მდგომარეობაა ახლა კოვიდის მხრივ საქართველოში და რა რეკომენდაციები გაქვთ თქვენ

_ახლა ქვეყანაში არის კოვიდ აფეთქება, თუ ხართ, ფეხმძიმე მაქსიმალურად დაიცავით თავი,იარეთ პირბადით და ატარეთ თქვენი ოჯახის წევრებიც მაქსიმალური დაცვით.

ასევე საფრთხილოა 60-წელს გადაცილებული ადამიანები, გაუფრთხილდით თავს და ატარეთ სამედიცინო პირბადე.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე