რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.