დღეიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეცრეჟიმი წესდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი წესდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით