ხვიჩა კვარაცხელია და მისი პირადი ცხოვრება - ის რაც აქამდე არ იცოდით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსიამ“ გადაწყვიტა საზოგადოებას გააცნოს ქართველი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები სხვა კუთხით. ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც ცნობილი ადამიანების შესახებ უცნობ და ნაცნობ ამბებს გაიგებთ.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ, პოლიტიკოსების შესახებ უცნობი დეტალები, ახლა კი გთავაზობთ

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბიოგრაფიას და  თქვენთვის საინტერესო დეტალებს.

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის "დინამოს" აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში; კვარაცხელიამ კარიერა 2017 წელს, თბილისის "დინამოში" დაიწყო; ერთი წლის შემდეგ "რუსთავში" გადავიდა; 2019 წლის 15 თებერვალს, იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა; მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის "ანჟის" წინააღმდეგ შედგა; ის მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა, ჯეფერსონ ფაფრანის ნაცვლად; 2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დატოვა "ლოკომოტივი"; მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა კი განაცხადა, რომ იმედ გაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და "რუსთავისგან"არ გამოსყიდვის გამო; 2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის "რუბინთან"; 2019 წლის 15 ივლისს, მან გაუტანა ყოფილ კლუბს, მოსკოვის "ლოკომოტივს", მეორე გოლი "რუბინის" მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს გროზნოს "ახმატის" წინააღმდეგ გაიტანა; 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გალათასარაი" მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა; 2020 წელს კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, გულშემატკივრებმა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს; 2020 წელს დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად; მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ; 2020 წლის 14 ოქტომბერს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ნაკრების მაისურით, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა; 2021 წლის 28 მარტს გაიტანა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ანგარიშით 1–2 დასრულდა. 2021 წლის 31 მარტს გაიტანა საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი.

 

კვარაცხელიას ოჯახი

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში.[97] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვა.

 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

სულ ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ოჯახი შექმნა და მისი რჩეული ნიცა თავაძეა. ნიცამ და ხვიჩამ 16 ოქტომბერს იქორწინეს. მათ ჯვარი დაიწერეს და მეგობრებისა და ახლობლების წრეში ლამაზი საღამო გაატარეს. წყეულებაზე ნიცამ და ხვიჩამ ცეკვაც შეასრულეს, იმღერეს და სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს. კვარაცხელიას ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა:

„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

"ქარ­თვე­ლი ტუზი და­ქორ­წინ­და“ - წერს napoli.corriere.it. გა­მო­ცე­მა მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლის რჩე­­ლი 21 წლის ნიცა თა­ვა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. "სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­­რი რი­ტუ­­ლი გა­­მარ­თა“, - წერს გა­მო­ცე­მა.