ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფორმულას ინფორმაციით, ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე 50-წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს.

მკვლელობა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავსა და კისერში ჰქონდა ნასროლი.

მეზობლების თქმით, მოკლული ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.