შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - შემზარავი საქმის ახალი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

4 თებერვალს ბრალდებულ კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

ჩვენივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი სავარაუდოდ დაიღუპა*. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცი საკუთარ შვილზე, სექსუალურად, 15 წლის ასაკიდან, 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში კი, მას მოკვლით ემუქრებოდა.

ოჯახი, სადაც საზარელი დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მრავალშვილიანია, დანაშაულის ადგილი კი - იმერეთი. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი სამშობიაროდან დღეს გაწერეს, ნაადრევად გაჩენილი ჩვილი კი ინკუბატორში რჩება. ინცესტის შესახებ სოფელმაც და სკოლამაც მხოლოდ მოზარდის მშობიარობის შემდეგ შეიტყო.

"ცუდი ამბავი მოხდაო... ვერაფერს გეტყვით. [დაკავებული] ყველასთან ახლოს იყო სოფელში. წინა დღეს ერთად ვიყავით, არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია, ჩვეულებრივად იყო. 3 დღეა, დააკავეს. შოკისმომგვრელია," - ამბობენ სოფელში.

 

* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.

 ამავე თემაზე

https://hotnews.ge/index.php/en/military-defense-2/8991-mamam-sakutari-shvili-daaorsula-shemzaravi-sakmis-akhali-detalebi.html