უკრაინაში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, ოდესელმა სამართალდამცავებმა, ე.წ. კანონიერ ქურდებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს. 17 და 18 მარტს, ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა და უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ არაერთი კრიმინალი დააკავა, მათ შორის „კანონიერი ქურდებიც“ არიან. „ჩვენს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფებების რამდენიმე წევრი, მათ შორის არიან „კანონიერი ქურდები“ - ლევან მირცხულავა (მეტსახელად, „ლევან სოხუმსკი“) და მამუკა ჩხაბერიძე (მეტსახელად, „ხონსკი“). მირცხულავას ბრალი უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში ედება, რაც კრიმინალური ბანდ-ფორმირების შექმნაში, ფულის გამოძალვასა და რეკეტში გამოიხატება, ჩხაბერიძე კი უკრაინის ტერიტორიაზე წესების დარღვევით მოხვდა. მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და უკრაინაში შემოსვლის უფლების გარეშე, ის დეპორტირებული იქნება“, - ეს განცხადება უკრაინელმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს. საინტერესოა, რომ 2005 წელს, მირცხულავამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. თუ უკრაინული მხარე მის ექსტრადიციას რუსეთის ფედერაციაში განახორციელებს, იქ არსებული წესების თანახმად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, 10-წლიანი სასჯელი ელოდება. დაკავებულის ადვოკატების განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი, რუსეთის ნაცვლად, თურქეთში გაამგზავრონ. მიიღებს თუ არა თურქული მხარე მამუკა ჩხაბერიძეს, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ბათო ჯაფარიძე