ბანკიდან გამოსული დედა-შვილი დააყაჩაღეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

 

როგორ მისცა მაკლერის ცოლმა „ნაკოლი“ კრიმინალებს

 

ბათო ჯაფარიძე

 

ბოლო წლებში საბანკო სექტორი ისე განვითარდა, რმ ძალიან დიდია ალბათობა, მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, ნაღდი ფული ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უბრალოდ აღარ იყოს და ყველა ოპერაცია ბარათით განხორციელდეს. ამას გასულ საუკუნეში, ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდნენ, მაგრამ დიდი ფული ქეშად ძალიან ცოტა ადამიანს უდევს სახლში და ისიც მას, ვისაც არაკანონიერი გზით აქვს ნაშოვნი, თორემ კანონიერი გზით მიღებული ფული თუ დანაზოგი, ძირითადად, ბანკში ინახება. სხვათა შორის, ბოლო დროს ბანკები ცდილობენ კლიენტეი იმითაც მიიზიდონ, რომ ფულის მოძრაობაზე ანუ გადარიცხვა-გადმორიცხვაზენაკლები პროცენტი ჩამოაჭრან. არადა, ადრე პროცენტული მაჩვენებელი დიდი იყო და ადამიანებს ერჩივნათ, ფული ხელიდან ხელში მიეცათ, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვა ახლაც სერიოზულ პროცენტთან არის დაკავშირებული.

 

21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, მოსახლეობაში ბანკებისადმი ნდობა ასე თუ ისე ბრუნდებოდა და ადამიანები იმას მაინც შეეჩვივნენ, რომ ბანკში შენახული ფული კომუნისტების დროინდელი ანაბარივით არ დაიკარგებოდა. სწორედ ბანკიდან გამოსულ დედა-შვილს დახვდნენ მაშნ, როცა ისინი ავტომობილშ  ჩასხდომას აპირებდნენ და ფულიანი ჩანთა წაართვეს. ბიჭმა წინააღდეგობა გაწია და იარაღიდანაც კი ისროლა. სროლოს შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელი მკლავში დაიჭრა, მაგრამ დანარჩენმა ორმა ივარგა, ბიჭს ჩანთა გასტაცა, მკერდში ერთი ტყვია დაახალა და სამივე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საბედნიეროდ, სასწრაფო მალე მივიდა და უკვე საღამოს მებმადაბეჯითებით თქვეს - ბიჭი გადარჩება.

„როგორც დაჭრილის დედამ თქვა, მათ ბინა გაყიდეს, მთელი ფული და დანაზოგი ბანკში შეიტანეს, ახლა კი ახალი ბინა უნდა ეყიდათ და ფული სწორედ ამისთვის გამოიტანეს. როგორც ისინი ამბობდნენ, აბსოლუტურად არავინ იცოდა, რომ ბინის ყიდვას აპირებდნენ (რა თქმა უნდა, გარდა მაკლერისა). რაც მთავარია, ბინის მეპატრონე ოჯახთან ერთად სერბეთში იმყოფებოდა და ბინის გაყიდვა მთლიანად მაკლერზე ჰქონდა მინდობილი ანურეალურად, ბინის მეპატრონემ არც კი იცოდა, ფული ვის და როდის უნდა მოეტანა და ყველაფერი ეს იცოდა ერთადერთმა ადამიანმა - მაკლერმა. ამიტომ, სწორედ მაკლერის დასაკავებლად გავედით“, -გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მაკლერობა მაშინ (ალბათ, ახლაც), არაოფიციალური პროფესია იყო, ვიღაცები ცდილობდნენ უძრავი ქონება გაეყიდათ, სანაცვლოდ კი გარკვეუი პროცენტი აეღოთ. როცა დაზარალებულებმა მაკლერის ვინაობა დაასახელეს და სამართალდამცავებმა გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი მაკლერობის გარდა... ბანკის იმ ფილიალშიც მუშაობდა ფინანსურ კონსულტანტად, სადაც დაზარალებულებზე გაიცა თანხა და შემდეგ ყაჩაღობა მოხდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც წესი, ასეთი რამე არ ხდება ხოლმე, მაგრამ გამომძიებლებს არსხვა ეჭვმიტანილი ჰყავდათ და არც სხვა ვერსია ჰქონდათ, ამიტომ სწორედ მაკლერი დააკავეს. როცა მას სავარაუდო ბრალი გააცნეს, ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და მტკიცედ თქვა - გამორიცხულია, მე არავისთვის მითქვამს, რომ დედა-შვილი იმ დღეს და იმ ფილიალში ფულს იღებდა. ფილიალი მე ვურჩიე, ყველაფერი ბევრად მარტივად ხდება იქ, ხალხია ცოტა. ვიცოდი, დღეს რომ აპირებდნენ აღებას, მაგრამ შეხვედრა საღამოსთვის გვქონდა დანიშნული და წარმოდგენაც არ შემეძლო, რომელ საათზე მოვიდოდნენ. მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ამ საქმესთან შეხება არ მაქვს, „ნაკოლი“ არავისთვის მიმიცია, ეს ჩემს პროფესიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - ახალგაზრდა კაცი ისეთ ფრაზებს ისროდა, სამართალდამცავები ერთმანეთს ღიმილით და ხანდახან გაკვირვებით უყურებდნენ.

„შინაგანად ყველა ვხვდებოდით, რომ ეს ბიჭი დამნაშავე არ უნდა ყოფილიყო. არ ჰგავდა ისეთ იდიოტს, რომელიც ვერ გათვლიდა, რომ მასზე უმოკლეს დროში გავიდოდით, თუმცა მეორე მხრივ, ხომ შეიძლებოდა, სწორედ ამ მოტივით ექნა ყველაფერი, შემდეგ კი ემტკიცებინა, მე თქვენ სულელი ხომ არ გგონივართო? ახლა მთავარი იყო, მოგვეძებნა მამაკაცი, რომელიც თავდასხმის დროს დაიჭრა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ამაში კი სამართალდამცავებს ტრაილერის რუსი მძღლი დაეხმარა. ჰო, რუსი მძღოლი, რომელიცსაქართველოში რეისით იყო ჩამოსული, უკან ბრუნდებოდა და გზად დაინახა, როგორ გადაიანეს ერთი ავტომობილიდან მიკროავტობუსში ხელში დაჭრილი მამაკაცი და რაც მთავარია, ტრაილერის მძღოლმა ნომრის ჩაწერაც მოახერხა. ჩვენო, რუსეთში ასეთ შემთხვევებს უყურადღებოდ არ ვტოვებთ და მაშინვე მილიციას ვატყობინებთო. ჰოდა,  ერთ საათში მთელი მილიცია ფეხზე იდგა და იმ მიკროავტობუსს ეძებდა. ძებნა მეორე დილამდე გაგრძელდა, სანამ ერთ-ერთმა აგენტმა არ თქვა, ეგ მანქანა აქა და აქ აყენიაო. სახლს ალყა ოპერჯგუფმა შემოარტყა და ეჭვმიტანილების აყვანა ხმაურის გარეშე მოხერხდა. თუმცა, სამი თავდამსხმელის ნაცვლად, გამოძიებას ხელთ ორი შერჩა. მესამე, რომელ დაიჭრა, სისხლისგან იყო დაცლილი და თან ისე, რომ მეგობრებმაც არ იცოდნენ. ის დასაძინებლად ოთახში შევიდა, ჭრილობა  გაეხსნა და სისხლისგან ლოგინში დაიცალა. ყველა „სიკეთესთან“ ერთად, სახლში არ იყო ფული, რომელიც დაზარალებულებს წაართვეს. ორი დაკავებული ამბობდა, რომ ფული შემთხვევის ადგილიდან, სწორედ გარდაცვლილმა წაიღო, მიკროავტობუსთან კი ჩანთის გარეშე მივიდა და განაცხადა, რომ ჩანთა საიმედო ადგილზე იყო და როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, მას მარტივად წაიღებდნენ. დაკავებულებმა ისიც თქვეს, რომ გარდაცვლილმა შემთხვევის ადგილიდან  ჩანთა მოტოციკლით წაიღო და მოტოციკლიც მიკრუავტობუსში იყო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენება ფულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ იძლეოდა.

„სახლიდან ამოღებული ნივთების თვალიერება დავიწყე. არაფერი განსაკთრებული, ორი იარაღი, ტყვიები, საოჯახო ნივთები და გასაღებების ასხმა. ჰო... არაფერი განსაკუთრებული, უფრო სწორედ, საერთოდ არაფერი, თუმცა ჩემი ყურადღება ერთმა უცნაურმა გასაღებმა მიიპყრო - რაღაცნაირი, არატრადიციული კბილები ჰქონდა და გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთი კბილებით გასაღები მანამდე დაკავებული მაკლერის ხელში დავინახე. რაღა თქმა უნდა, მაკლერი კვლავ დავაბარებინე, გასაღებები გამოვართვი,  შევადარე და... ასპროცენტიანი დამთხვევა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მაკლერს გარდაცვლილი ანახეს და მან თავი დააქნია, ვიცნობ, ჩემი შორეული ნათესავია, ნახეარ წელიწადში ერთხელ გვსტუმრობდა ხოლმე, ახლა  სად მუშაობდა, არ ვიცი, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, საიდან აქვს იმ სახლის გასაღები, რომლის მეპატრონეც საზღვარგარეთ არის, ბინა კი მე მაქვს დატოვებული და გაყიდვას ვცდილობო. როცა მან სახლის მისამართი დაასახელა, გამომძებლებმა ერთმანეთს გადახედეს - ბინა შემთხვევის ადგილიდან ნახევარ კილომეტრში იყო. ოპერჯგუფის გასვლა არ ივარგებდა. თუ ფული იქ იყო, მაშინ ვინმე უნდა მისულიყო წამოსაღებად, რადგან, როგორც მაკლერი ამბობდა, გარდაცვლილი ნათესავი ბოლოს 3-4 თვის წინ ნახა, ბინის გასაღები კი მეპატრონემ დაახლოებით ორი თვის წინ მისცა ანუ ნათესავი ვერ მოახერხებდა ასლის გაკეთებას და რაც მთავარია, მას არ უნდა სცოდნოდა, სად იყო ბინა. ამიტომ, ეჭვი გაჩნდა თანამზრახველზე, რომელიც ფულს მიაკთხავდა. ამიტომ, მაკლერი, გამომძიებელთან ერთად, როგორც ბინის პოტენციური მყიდველი, კორპუსის ეზოში შევიდნენ და მაკლერი უკვე უმტკიცებდა, ასეთ ბინას სხვაგან ვერ ნახავთ. ესმეზობლებს უნდა გაეგოთ. ბინაში შესულმა ძალოვანმა იქაურობა გულდასმით დაათვალიერესდა ფულით სავსე ჩანთა საწოლის ქვეშ შეგდებული იპოვეს. ბინას თვალთვალი დაუწყეს, თუმცა არავინ ჩნდებოდა. ლამის ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, ერთ საღამოს, სადარბაზოშ ახალგაზრდა ქალი შესიალდა. აშკარად ეტყობოდა, რომ უცხო იყო, გარემოს ისე ათვალიერებდა. იმ დროისთვის ორი ოპერმუშაკი უკვე ბინაში ცხოვრობდა, ამიტომ როცა ქალმა კარი გააღო და კეფაზე იარაღის შეხება იგრძნო, შეჰკივლა, თუმცა კივილი უკვე გვიანი იყო - ის დააკავეს. დაკავებული მაკლერის... ცოლი აღმოჩნდა.

„ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს ეცალა, მუდმივად სამსახურზე იყო გადართული. სახლშიც გამუდმებითსამსახურზე საუბრობდა, ამბობდა, სად რა თანხა იყო გადასახდელი, როდის უნდა მიეტანათ, რომელ მისამართზე. ძალაუნებურად ვიცოდი ყველაფერი. ის შორეული ნათესავი, ასე იშვიათად რომ ხედავდა ჩემი ქმარი, შორეული სულაც არ იყო, ხშირად მოდიოდა ჩემთან... ჰო, ჩემთან, მას მართლა ვუყვარდი. სწორედ ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ქმარი დაბრუნდა და ტელეფონზე იმ ბინის გაყიდვაზე საუბრობდა, მგონი შეიძენენო, მეპატრონეს ეუბნებოდა და ფულსაც ჩვენი ფილიალიდან გაიტანენო. გეგმაც ამის მერე დაისახა, გასაღების დუბლიკატის გაკეთებაც მოვიფიქრეთ, ფულის იქვე დამალვაც. წასვლას ვაპირებდი სახლიდან, მაგრამ ახალი ცხოვრეისთვის ფული ხომ მინდოდა? ეს ბოთე მაგასაც ვერ ხვდებოდა, რომ გაყრას ვაპირებდი“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

როცა მაკლერს ყველაფერი უთხრეს, გაოცებისგან პირი დააღო და... გამომძიებლებს უთხრა, ეგებ ჩემი ცოლი გამოუშვათ, შეცდომაში შეიანეს, თრემ ასეთი გული არ აქვსო. სამართალდამცავებმა მისი თხოვნა შეასრულეს, ოღნდ მოგვიანებით - ქალს სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.