ქალაქ მიკოლაივის ოლიმპიური სკოლიდან, ჩამოსული უკრაინელი ბავშვები წინასაახალწლო პერიოდს თბილისში გაატარებენ

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაივის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ და წინასაახალწლო პერიოდს ჩვენთან გაატარებენ.
სამწუხაროდ, ომის შედეგად, მათი სახლები და სკოლა დაზიანებულია და ეს ბავშვები საკმაოდ დიდი ხანი თავშესაფარში იყვნენ. ახლა, ისინი ჩვენი სტუმრები არიან და #ერთად ვიზრუნებთ, რომ ეს დღეები ბედნიერად იგრძნონ თავი.
მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს უკრაინაში, პროექტის ორგანიზებაში დახმარებისთვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი კოლეგის, უკრაინის რადას დეპუტატის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლუდმილა მარჩენკოს როლი და დამსახურება ამ თანამშრომლობაში.
ჩვენი სოლიდარობა უკრაინას! Ласкаво просимо до Грузії !