პროკურატურამ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროკურატურამ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებისა და პროტესტის მონაწილეების გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 140 დღეა კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. გამოძიება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.

"დაგვირეკა ჭიათურის რაიონული განყოფილების პოლიციის განყოფილებიდან გამომძიებელმა ლეილა ასანიძემ და გვითხრა, რომ უნდა გამოვცხადებულიყავით პოლიციაში დაკითხვაზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი 226-ე მუხლით წარგვიდგინეს ბრალი და დაიწყეს გამოძიება. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დაშინებას და სხვა ადამიანებისთვის იმის ჩვენებას, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, მაგალითი უნდათ ალბათ საჩვენებლად", - თქვა პროტესტის მონაწილე გიორგი ფერაძემ "მთავართან".