ქორწილი მეტროში გადაიხადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალგაზრდა წყვილმა ბრუკლინიდან - დენიელ ჯინმა და ესმი ვალდესმა ქორწილი ნიუ-იორკის მეტროში გადაიხადეს, რადგან ძვირადღირებული ცერემონიისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდათ, - წერს New York Post-ი. იმდენი ფული არ გვქონდა, რომ ჩვენი საოცნებო ქორწილი მოგვეწყო. ამიტომ გადავწყვიტე, საცოლესთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და ეს შესანიშნავი დღე მეტროში აღგვენიშნა, - ამბობს 39 წლის ჯინნი, რომელიც მარკეტინგის მენეჯერია.

ბედნიერი დღე წყვილმა მეტროს ვაგონში, 20 მეგობართან და სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად აღნიშნა, რომლებიც იმ მომენტში მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობდნენ. ახადაქორწიონებულების თქმით, ცერემონია მათ სულ 3 ათასი დოლარი დაუჯდათ. მხიარულებისთვის ქორწილში ნაცნობი კომიკოსი დაპატიჟეს, ასევე მეგობრები, რომლებიც სადღესასწაულო სუფრასა და ივენთის დაგეგმვაში დაეხმარნენ. როგორც გამოცემა წერს, საქორწინო ცერმონიის საშუალო ფასი ნიუ-იორკში, დაახლოებით, 64 ათას დოლარს შეადგენს, მთლიანად აშშ-ში კი - 35 ათას დოლარს.