სიცხემ ხიდი დააზიანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში ძლიერმა სიცხემ ერთ-ერთი უდიდესი ხიდის დაზიანება გამოიწვია, - იუწყება Metro. მაღალი ტემპერატურის გამო, ნიუ-იორკის ხიდი დაზიანდა, რომელიც მანჰეტენსა და ბრონქსს აკავშირებს ერთმანეთთან. თაკარა მზემ და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ხიდის გადაცხელება და ლითონის ნაწილების გაბერვა გამოიწვია. შედეგად, 853 მეტრის სიგრძის ხიდი გამოსაყენებლად უვარგისი გახდა და ის დაკეტეს. სიტუაციის გამოსწორებას წყლის საშუალებით შეეცადნენ - მეხანძრე-მაშველები წყალს ხიდზე ვერტმფრენიდან და კატერებიდან ასხამდნენ, რათა მეტალი ცოტათი მაინც გაეციებინათ. შედეგის მიღწევა მხოლოდ დღის ბოლოს შეძლეს და მესამე ავენიუზე მიმავალ ხიდზე კვლავ დაუშვეს მოძრაობა.