მოსახლეობას სიცილისკენ მოუწოდებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, იამაგატას პრეფექტურაში მიიღეს დადგენილება, რომელიც ადგილობრივებს მოუწოდებს, დღეში სულ მცირე, ერთხელ მაინც გაიცინონ. როგორც ადგილობრივ პრესაში წერენ, დეპუტატებმა ეს ინიციატივა იქაური უნივერსიტეტის კვლევის შედეგების მიხედვით წამოაყენეს. სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად იცინიან, ნაკლებად აქვთ ნაადრევი სიკვდილისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ამასთან, იამაგატას მთავრობამ ყოველი თვის 8 რიცხვი სიცილის მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განმტკიცების დღედ გამოაცხადა. ადგილობრივ ბიზნესებს კი მოუწოდებენ, თანამშრომლ;ებისთვის „სიცილით სავსე სამუშაო გარემო“ შექმნან. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ დადგენილება ადამიანს სიცილს არ ავალდებულებს და არც რამე ჯარიმაა მათთვის, რომლებსაც გაცინება არ სურთ.