მედვედევი გერმანიას ბერლინში რუსული ტანკების გამოჩენით დაემუქრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გერმანიას ემუქრება, რომ რუსული ტანკები შესაძლოა ბერლინის ცენტრში რაიხსტაგთან "გამოჩნდნენ". ამის შესახებ მედვედევმა Х-ზე დაწერა.

"გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად აცხადებს გერმანული ტანკების რუსეთის მიწაზე დაბრუნების შესახებ, საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ."- წერს მედვედევი.

რესპუბლიკის მოედანი (Platz d. Republik) მდებარეობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგის შენობის წინ.

Bild-ის სტატიაში, რომელსაც მედვედევი ახსენებს, საუბარია კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედრო ოპერაციაზე.