ამერიკელმა სწავლულებმა ტულანის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ მარილი მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი რისკ-ფაქტორია. მათ კვლევაში 400 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვებები საკმაოდ ხანგრძლივად, 11.8 წელიწადს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, 13 ათას სუბიექტს განუვითარდა მეორე ტიპის დიაბეტი.
ადამიანებს, რომლებიც საკვებს ზოგჯერ უმატებდნენ მარილს, 13%-ით ჰქონდათ გაზრდილი დაავადების განვითარების რისკი მათთან შედარებით, ვინც ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეტებდა. ხოლო ვინც ხშირად და ყოველთვის უმატებდა საკვებს მარილს, მათი რისკები 20 და 39%-ით იყო გაზრდილი. ცნობილია, რომ დიაბეტის რისკქვეშ მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ შაქარს, მაგრამ ახლა აღმოჩდა, რომ მათთვის მარილიც საზიანოა. ამას კი იმ ფაქტორით ხსნიან, რომ მარილიოანი საკვები ადამიანებს დიდი ულუფების მიღებისკენ უბიძგებს, რაც ზრდის დიაბეტის რისკ-ფაქტორების განვითარების ალბათობას. სხვა კვლევებით ისიც დადგინდა, რომ ჭარბი მარილი საკვებში უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
მარილი დიაბეტის გამომწვევად აღიარეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი