სამგორის გამგეობაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, მოსწავლეებისთვის გამგეობის მიერ მიმდინარე წელს ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისა და აქტივობების პრეზენტაცია, თვითმმართველობის საქმიანობაში მათი როლის გაზრდისთვის მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეთა ინიციატივების წახალისების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის შესახებ დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის შესახებ მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და
ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილი დაესწრნენ.
მოსწავლეებთან მსგავს ფორმატში შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.