წმინდა ბარბარეს უბანში, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, წმინდა ბარბარეს უბანში, ვახტანგ შანავას ქუჩასა და შანავას I შესახვევში, N134- 135 - 137 -138 და 139 კორპუსების მიმდებარედ გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს .
პროექტის ფარგლებში, 3500 კვ. მ ფართობი კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 280 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.
დასრულებულ საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის
მოადგილე სოსო ბურდულაძე ადგილზე გაეცნო.