პარიზში ქართული სამზარეულო „მომე“ სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება. მისი დამფუძნებლის, ბარბარა ხარხელაძის თქმით, სამზარეულო მომხმარებლებს ხინკალს, ფხალეულს და სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს. მისივე თქმით, ქართული გემოები ფრანგების გემოვნებაში ჯდება, რაც დიდი დაინტერესების იმედს აძლევთ.
„სამზარეულო თებერვლის პირველ რიცხვებში უკვე ჩაეშვება სხვადასხვა პლატფორმებზე. მომხმარებლებს აქ ერთგვარი მენიუების შეძენა შეეძლებათ, რომელშიც ფხალი, ხინკალი და ხაჭაპური იქნება გაერთიანებული. წინასწარ ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ფრანგებისთვის ეს გემოები ძალიან მისაღებია, განსაკუთრებული პოპულარობით ფხალეული სარგებლობს, რადგან ვეგანურია, უგლუტენოა და ყველას გემოვნებას ერგება,“ - განაცხადა ბარბარა ხარხელმა.
„მომეს“ დამფუძნებელი ყვება, რომ სამზარეულოს შექმნისას ორი მთავარი მოტივი ჰქონდა - საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისთვის მონატრებული კერძების მიწოდება და ქართული გემოების პოპულარიზება.
„პარიზში არის რამდენიმე ქართული რესტორანი, თუმცა, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მიწოდების სერვისი კი საერთოდ არ არსებობდა, ჩემი მიზანი კი ისეთი ობიექტის შექმნა იყო, რომელიც დიდ მასებზე გავიდოდა. სახელიც ისეთი შევარჩიეთ, რომელიც ქართულიც იქნებოდა და ფრანგულადაც მარტივად გამოითქმებოდა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი კონკურენტი არა თავად ფრანგული სამზარეულო, არამედ სწრაფი კვების ობიექტები, პიცა და ბურგერია, რომელსაც ვფიქრობთ, რომ კონკურენციას გავუწევთ,“ - განმარტავს ბარბარა ხარხელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, პირველი წელი მარკეტინგულ აქტივობებს და სამზარეულოს დახვეწას დაეთმობა, მომავალი წლიდან კი პარიზის ყველა უბნის ათვისების მიზნით კიდევ ორი სამზარეულოს გახსნას გეგმავენ. შორეულ გეგმებში კი სხვა ქალაქებში გასვლაც შედის. ინვესტიციებზე საუბრისას ხარხელი აღნიშნავს, რომ ობიექტი სრულად პირადი დანაზოგებით შექმნეს, რაც 50-70 ათას ევროს ინვესტირებას გულისხმობს.
წყარო:bm.ge
პარიზში ქართული სამზარეულო "მომე" რამდენიმე დღეში გაიხსნება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი