რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

  • ✅რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა
  • ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით, მათ შორის, რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით
  • რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და  სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს
  • რიკოთის ახალი მონაკვეთის გავლას 35 წუთი დასჭირდება
  • ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით
  • საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია
  • რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით
  • რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა