რაზე ისაუბრეს სენატორებმა პრემიერ-მინისტრთან - პრესკონფერენცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. მათ პრემიერ კობახიძესთან შეხვედრის შესახებ გააკეთეს კომენტარი.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალურ პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ამით და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენ ურთიერთობაში.

აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ ვართ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის ერთგული, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის. ჩვენ გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერმინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ, ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს ხმის მიცემა, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა." - თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა