მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარი არის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

 

„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა პრემიერმა.