აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის - კახა კალაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, წინაპართა მიტოვებული საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკაშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რაც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.

„ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომელთაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, – წერს კალაძე.