კვერნაძის ბედი, „ფროზინონზეს“ ბედზე ჰკიდია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ფროზინონეს“ ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე ოფიციალურად ფოთის „კოლხეთის“ კუთვნილეაა და აპენინებზე იჯარის წესით, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე თამაშობს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენებურმა კლუბის რიგებში საერთო ჯამში 8 მატჩი ჩაატარა, იტალიელები მზად არიან, მისი კონტრაქტი გამოისყიდონ.

„ქართველი ნახევარმცველი მოგვწონს და მზად ვართ, მისი კონტრქტი გამოვისყიდოთ, თუმცა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, სად ვიქნებით სეზონის ბოლოს - სერია A-ში თუ სერია B-ში“,-განაცხადა „ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ.

ცნობისათვის, „ტრანსფერმარკეტზე“ კვერნაძე 500 ათას ევროდ არის შეფასებული, მაშინ, როცა ქართულ და იტალიურ კლუბებს შორის გაფომებულ ხელშეკრულებაში, გამოსასყიდ თანხად 3 მილიონი ევროა მითითებული.