ალვეში ციხეში ჩასვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი დანი ალვეში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. საკლუბო თუ სანაკრებო კარიერის განმავლობაში, მან 46 ტიტული მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. ახლაც, 39 წლის ასაკში, ალვეში ბურთს მექსიკურ „პუმასში“ აგორებდა, მაგრამ სავარაუდოდ, კარიერის დასრულება მოუწევს - ის ციხეში ჩასვეს.

30 დეკემბერს, ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. 23 წლის გოგონა ამტკიცებდა, უცხო მამაკაცმა, ჩემი ნებართვის გარეშე, ტრუსში ხელი ჩამიყო და გაუპატიურება სცადაო. გოგონა ხელს სწორედ დანი ალვეშს ადებდა. სამართალდამცავებმა ფეხბურთელი ჯერ დაკითხვაზე, შემდეგ კი სასამართლოში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, მას საუკეთესო ადვოკატები იცავდნენ, მაგრამ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გირაოს უფლების გარეშე შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალვეშს გისოსებს მიღმა ყოფნა, საუკეთესო შემთხვევაში, ორი თვით მოუწევს.

როგორც ამბობენ, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება კლუბში არსებული კამერების ჩანაწერის ნახვის შემდეგ მიიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გოგონას ბრალდებას საფუძველი აქვს. მექსიკურმა კლუბმა კი ალვეშთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ახლა ყველა სასამართლო განხილვების მოლოდინშია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე