მიქაუტაძე იანვარში „აიაქსს“ დატოვებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრი წვალებისა და მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ გიორგი მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო სეზონში „აიაქსს“ დატოვებს. იმის მიუხედავად, რომ ერედივიაიონის ბოლო ტურში გიორგიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საკუთარ პოზიციაზე არ ათამაშეს და უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ქართველი შემტევი ამსტერდამელებს უბრალოდ არ სჭირდებათ. არსებობდა ვარაუდი, რომ ზამთარში მიქაუტაძე თავის ყოფილ კლუბს, „მეცს“ იჯარით დაუბრუნდებოდა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ჟორჟის გადაბირება სახელოვან „ლიონსაც“ სურს, კლუბს, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში საშინლად ასპარეზობს და პირველობისთვის ბრძოლას ვინ ჩივის, 11 ტურის შემდეგ, 7 ქულით, ბოლო ადგილზეა.

თანაც, „ლიონს“ 11 ტურში მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი ანუ გოლეადორი უჭირს, არადა, კლუბს დიდი გეგმები ჰქონდა, მწვრთნელად იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონი, ფაბიო გროსო ჰყავთ და ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. ჰოდა, თუ „მეცს“ მიქაუტაძე იჯარით სურს, ლიონელები მზად არიან, მისი ტრანსფერი გამოისყიდონ, რაც „აიაქსს“ აშკარად უფრო აწყობს. საქმეში რომის „ლაციოც“ ჩაერთო, გუნდი, რომელსაც გიორგის შეძენა მანამ უნდოდა, სანამ ამსტერდამელები გადაიბირებდნენ. მოკლედ, ზამთარში ჩვენც და მიქაუტაძეც ახალ კლუბს ველით.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე